პროგრამის „შემოქმედებითი ევროპა 2021-2027“ ფარგლებში ახალი კონკურსები გამოცხადდა

პუბლიკა

ევროკავშირის 2021-2027 წლის პროგრამამ – შემოქმედებითი ევროპა“ – ახალი კონკურსები გამოაცხადა.

„შემოქმედებითი ევროპის“ საქართველოს წარმომადგენლობის განცხადებით, პროგრამა ინვესტიციებს გასცემს ისეთ პროექტებზე, რომლებიც ხელს შეუწყობს ევროპული კულტურული მრავალფეროვნების განმტკიცებას და უპასუხებენ კულტურისა და შემოქმედებითი სექტორების თანამედროვე გამოწვევებს. კულტურის, აუდიოვიზუალური და კრეატიული სექტორების მხარდამჭერი ახალი, შვიდწლიანი პროგრამის ბიუჯეტი 2,44 მილიარდს შეადგენს. წინა, 2014-2020 წლის პროგრამასთან შედარებით, დაფინანსება 50 %-ით არის გაზრდილი.

„ახლად გამოცხადებულ კონკურსებში მონაწილეობა ქართულ ორგანიზაციებსაც შეუძლიათ. „შემოქმედებითი ევროპის“ საქართველოს დესკი მზადაა, კონსულტაცია გაუწიოს ახალი პროგრამის ფარგლებში გამოცხადებული კონკურსებით დაინტერესებულ ორგანიზაციებს და დაეხმაროს მათ განაცხადის შევსებასა და საჭიროების შემთხვევაში, პარტნიორების მოძიებაში“, – აცხადებენ „შემოქმედებითი ევროპის“ საქართველოს წარმომადგენლობაში.

კონკურსის მიზანია ევროპული ლიტერატურული მრავალფეროვნების ხელშეწყობა და ევროპული მხატვრული ლიტერატურის გავრცელება რაც შეიძლება მეტ ქვეყანაში; განაცხადის შეტანა შესაძლებელია როგორც მცირე, ასევე საშუალო და მასშტაბური პროექტების განსახორციელებლად;

განაცხადების წარდგენის ბოლო ვადაა 2021 წლის 30 სექტემბერი.

კონკურსი ევროპული კულტურული და შემოქმედებითი ორგანიზაციების ქსელებისათვის (ბიუჯეტი – 27 მილიონი ევრო); ასევე კონკურსი პანევროპული კულტურული ორგანიზაციებისთვის (ბიუჯეტი –  5,4 მილიონი ევრო);

კონკურსების მიზანია ევროპული კულტურული მრავალფეროვნების განვითარება ხელოვანთა მხარდაჭერის გზით;

პროექტის ხანგრძლივობა – 2021-2023 წ.წ..

MEDIA ქვეპროგრამაში გამოცხადებულია შემდეგი კონკურსები:

  • ევროპული კინოფესტივალები

ბიუჯეტი – 9 მილიონი ევრო;

პროექტის ხანგრძლივობა 24 თვე;

კონკურსი მიზნად ისახავს: ევროპული კინოფესტივალების დახმარებას COVID 19-ით გამოწვეული კრიზისის დაძლევასა და ფესტივალების საბაზრო პოზიციების განმტკიცებაში; ევროპული ფილმების მიმართ აუდიტორიის ინტერესის ამაღლებას, ევროპული ფილმების  ხილვადობის გაუმჯობესებასა და მაყურებელში მათ პოპულარიზაციას.

განაცხადების წარდგენის ბოლო ვადა – 2021 წლის 24 აგვისტო.

კინობაზრები და ქსელები

ბიუჯეტი – 7, 5 მილ. ევრო;

პროექტის ხანგრძლივობა – 12 თვე;

კონკურსის მიზანია Business to Business  აქტივობები, ევროპული აუდიოვიზუალური ნაწარმოებების ხელშეწყობის მიზნით.

საერთაშორისო კინობაზარზე ევროპული პროდუქციის ხილვადობის გაუმჯობესება; პროფესიული კინოქსელების ხელშეწყობა; ახალი ბიზნეს მოდელების დანერგვა; ევროპული აუდიოვიზუალური ინდუსტრიის დიგიტალიზაციის ხელშეწყობა.

განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა –  2021 წლის 24 აგვისტო.

ევროპელი ტალანტებისა და მათი განვითარების ხელშეწყობა

ბიუჯეტი – 8 მილიონი ევრო;

პროექტის ხანგრძლივობა  – 12 თვე;

კონკურსის მიზანს ევროპელი კინოპროფესიონალების, განსაკუთრებით ახალგაზრდა კინემატოგრაფისტების კვალიფიკაციის ამაღლების ხელშეწყობა წარმოადგენს. კვალიფიკაციის ამაღლების მენტორული პროგრამები (ფიზიკური და Online) უნდა მოიცავდეს შემდეგ სფეროებს: ფილმის პროექტის განვითარება, წარმოების პროცესი, პოსტპროდუქცია; ფილმის მარკეტინგი; აუდივიზუალური სფეროს ფინანსური და კომერციული მექანიზმების შესწავლა; საკუთარი საპროდუქციო სტუდიების ჩამოყალიბებაში ხელშეწყობა.

განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა – 26 აგვისტო.


გამოცხადებული კონკურსების შესახებ „შემოქმედებითი ევროპის“ საქართველოს დესკი უახლოეს მომავალში საინფორმაციო შეხვედრების ჩატარებას გეგმავს.

დეტალური ინფორმაცია კონკურსებისა და განაცხადების მიღების შესახებ:

https://bit.ly/3jovfFg

„შემოქმედებითი ევროპას“ საქართველოს წარმომადგენლობის განცხადებით საქართველო აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებიდან 31 დაფინანსებული პროექტით „შემოქმედებითი ევროპას“ 2014-2020 წლის პროგრამის ყველაზე აქტიური მონაწილეა. კინო, ლიტერატურა, სამუზეუმო სექტორი, არქიტექტურა – ,,შემოქმედებითი ევროპის“ საქართველოს დესკის ხელშეწყობით ქართულმა ორგანიზაციებმა წარმატებას მიაღწიეს პროგრამის მიერ დაფინანსებულ ყველა მიმართულებაში. 2015-2020 წლებში საქართველომ პროგრამიდან 1, 5 მილიონზე მეტი ევროს დაფინანსება მიიღო.

საკონტაქტო ინფორმაცია: 

Info@creativeeurope.ge

Media@creativeeurope.ge