რუსული მედია: ქალმა რუსეთიდან საქართველოში 2.5 მლნ რუბლის კვერცხუჯრედის შეტანა სცადა

პუბლიკა

რუსული მედიის ინფორმაციით, 36 წლის რუსეთის მოქალაქე, სვეტლანა მ-ს რუსეთიდან საქართველოში 2,5 მილიონი რუბლის ღირებულების კვერცხუჯრედით სინჯარების შეტანა სცადა. თუმცა, ის ვლადიკავკაზში მებაჟეებმა საგუშაგოზე დააკავეს.

მედია წერს, რომ ქალმა ინ ვიტრო განაყოფიერების უფრო ხელსაყრელი ფასის გამო, გადაწყვიტა პროცედურა თბილისში ჩაეტარებინა. თუმცა, სანკტ-პეტერბურგის კლინიკიდან მიღებული ბიოლოგიური მასალის საზღვარზე გადატანის ლიცენზია არ ჰქონდა.

„არხის ცნობით, კვერცხუჯრედები ქალს თბილისში კლინიკა Silk Medical-ში უნდა მიეტანა. „ქალის თქმით, ქართველმა ექიმები მას დაარწმუნეს, რომ ასეთი ამანათების გადაზიდვა აბსოლუტურად კანონიერი იყო, თუმცა საბუთებზე არაფერი უთქვამთ”. – წერს რუსული მედია.

ქალს ჯარიმა და 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.