ქარტია კიდევ ერთხელ მოუწოდებს პროკურატურას, გამოიძიოს 20-21 ივნისს დაზარალებული ჟურნალისტების საქმე

პუბლიკა

„ქარტიამ არაერთხელ მოუწოდა და კიდევ ერთხელ მოუწოდებს პროკურატურას, გამოიძიოს 2019 წლის 20-21 ივნისს დაზარალებული ჟურნალისტების საქმე“, – ამის შესახებ განცხადებას საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ავრცელებს.

როგორც გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ქარტია მიიჩნევს, რომ სამართალდამცავი უწყების მხრიდან მსგავსი ფაქტების მკაცრი რეაგირების გარეშე დატოვება ჟურნალისტების მუშაობაში ხელის შეშლის შემთხვევებს წაახალისებს, რაც მედიაგარემოსთვის ძალიან დამაზიანებელია.

„ქარტია მოუწოდებს შესაბამის ორგანოებს, გაატარონ პრევენციული ღონისძიებები, დაიცვან და უზრუნველყონ ჟურნალისტების უსაფრთხოება, შეუქმნან მათ ნორმალური სამუშაო პირობები და გაითავისონ მედიის როლი საზოგადოების სრული და დროული ინფორმირებულობის ნაწილში“, – აღნიშნავს ქარტია გავრცელებულ განცხადებაში.


2019 წლის 20 ივნისს, ქარტიის ინფორმაციით, თბილისში გამართულ აქციაზე მედიის 38 წარმომადგენელი დაშავდა. დაშვებულები ამბობენ, რომ მიუხედავად იმისა, რომ მათ ჰქონდათ შესაბამისი სიმბოლიკა, რაც მათ პროფესიას აღნიშნავდა, სპეცრაზმი მათ მაინც დამიზნებით უშენდა რეზინის ტყვიებს.