ფოტო | „ქართული მარში“ ხელახალი არჩევნების მოთხოვნით „ოცნებასთან“ აქციას მართავს

პუბლიკა

„ქართული მარშის“ წევრები „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისთან შეიკრიბნენ. პარტია საპარლამენტო არჩევნების ლეგიტიმაციას არ ცნობს.

„ეს არ იყო არჩევნები, ეს იყო სპეცოპერაცია თითოეული მოქალაქის წინააღმდეგ. მოგვპარეს ხმები, სოლიდარულები ვართ ყველა პარტიის მიმართ, ვისაც მოპარეს ხმები, თუნდაც ისინი იყვნენ ჩვენგან რადიკალურად განსხვავებულები, “, – განაცხადა სანდრო ბრეგაძემ.

ის მოითხოვს, ხელისუფლებამ გააუქმოს არჩევნების შედეგები და დაინიშნოს ახალი საპარლამენტო არჩევნები.

სანდრო ბრეგაძემ, თანამოაზრეებთან ერთად, „ოცნების“ ოფისში შესვლაც მოითხოვა. მისი თქმით, ირაკლი კობახიძეს უნდა უთხრან, რომ არჩევნების გამყალბებელია.

სანდრო ბრეგაძის განცხადებით, მოთხოვნების შესრულების მოთხოვნით, კვირის ბოლოს შიმშილობას დაიყებენ, ასევე პერმანენტულ აქციებს აანონსებენ კანცელარიის შენობასთან. „მარშის“ ლიდერები ამბობენ, რომ მათ გაჩუმების სანაცვლოდ ხმების მომატება შესთავაზეს.

„სულ რომ 100 ათასი ხმა დაგვიწერონ, მაინც არ შევალთ პარლამენტში“, – განაცხადა სანდრო ბრეგაძემ.

  • 123345349-428680135199732-3397286945203218973-n
  • 123346963-674452266830061-1815582308358506597-n
  • 123366203-1071547963282144-415528051664842622-n
  • 123438545-3832711443424614-9118772183133383871-n
  • 123558946-416410996428224-6448821204194807268-n
  • 123603093-3620519187971563-7066496608478015219-n
  • 123603093-3620519187971563-7066496608478015219-n
  • 01 /