„ქართული ოცნება“ საარჩევნო სიის ოცეულს ხვალ წარადგენს

პუბლიკა

„ქართული ოცნება“ საარჩევნო სიის პირველ ოცეულს ხვალ, 10 სექტემბერს წარადგენს. ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 31 ოქტომბერს გაიმართება. განახლებული  საარჩევნო სისტემა 2020 წლის არჩევნებისთვის დაეფუძნება 120 პროპორციულ და 30 მაჟორიტარულ მანდატს.