„ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატს, ირაკლი ქადაგიშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა

პუბლიკა

„ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატს თელავის, ახმეტის, ყვარლისა, ლაგოდეხის ოლქში, ირაკლი ქადაგიშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ მან ფეისბუქზე დაწერა.

„დამიდასტურდა COVID-19, რის გამოც იძულებული ვარ, საჯარო სივრციდან გადავინაცვლო თვითიზოლაციაში. თავს ვგრძნობ ყველაზე უფრო მეტად მხნედ, შემართებით და იმედიანად. იმედის საფუძველს, სწორედ ის განწყობა და მუხტი მაძლევს, რაც აქტიური საარჩევნო კამპანიის დროს თქვენგან მუდმივად იგრძნობოდა“, – წერს ქადაგიშვილი.