„ქართული ოცნების" ოფისში უმრავლესობის სხდომა მიმდინარეობს

პუბლიკა

ამ წუთებში „ქართული ოცნების” ოფისში უმრავლესობის სხდომა დაიწყო.

შეხვედრის დაწყებამდე დეპუტატები არ ამბობენ, თუ რა იქნება სხდომის განხილვის თემა.

ოპოზიციაში ვარაუდობენ, რომ მთავარი განსახილველი საკითხი ნიკა მელიასთვის უფლებამოსილების შეწყვეტის თემა იქნება.

თუ რას ეხება საგანგებო სხდომა, მისი დასრულების შემდეგ გაგაცნობთ.