ქართულმა ფილმმა „ბერლინალეზე“ Fipresci-ის ჯილდო მიიღო

პუბლიკა

ალექსანდრე კობერიძის ფილმმა „რას ვხედავთ, როდესაც ცას ვუყურებთ“ კინოკრიტიკოსთა საერთაშორისო ასოციაციის ჯილდო მიიღო.

ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალის ონლაინ დაჯილდოვებამდე რამდენიმე წუთით ადრე კინოკრიტიკოსთა საერთაშორისო ასოციაციამ მათი ჯილდოები გასცა.

The Jury of the Fédération Internationale de la Presse Cinématographique, FIPRESCI, awarded four films at the Berlinale…

Posted by Fipresci on პარასკევი, 05 მარტი, 2021


„რას ვხედავთ, როდესაც ცას ვუყურბთ“ ალექსანდრე კობერიძის მეორე სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმია, რომლის სიუჟეტიც ქუთაისში ვითარდება. ფილმი ლიზასა და გიორგის სიყვარულის უცნაურ ისტორიაზე მოგვითხრობს. „რას ვხედავთ, როდესაც ცას ვუყურბთ“ დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში მესამე ქართული ფილმია, რომელიც „ბერლინალეს“ მთავარ საკონკურსო პროგრამაში მოხვდა. წლევანდელ მთავარ კონკურსში მონაწილეობენ ისეთი რეჟისორები, როგორიცაა ჰონ სანგ სუ, სელინ სიამა და ა.შ.

წლევანდელ „ბერლინალეზე“ კიდევ ერთი ქართულ ფილმი აჩვენეს – სექციაში „ფორუმი“ სალომე ჯაშის დოკუმენტური ფილმი „მოთვინიერება“ 17 ფილმს შორის მოხვდა.

ალექსანდრე კობერიძის პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმი – „ნეტავ აღარასდროს მოვიდეს ზაფხული“ (2017) გერმანელმა კრიტიკოსებმა საუკეთესო ექსპერიმენტულ ნამუშევრად შეაფასეს.