„ქართულმა ოცნებამ“ თქვა, რომ ამისთვის ყველაფერს გააკეთებს - ვაშაძე დაკავებულთა გათავისუფლებაზე

პუბლიკა

დღეს აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში უმრავლესობისა და ოპოზიციის შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის დასრულების შემდეგ მხარეებმა განაცხადეს, რომ საარჩვნო სისტემაში ცვლილებებზე შეთანხმდნენ და საარჩევნო სისტემა 2020 წლის არჩევნებისთვის დაეფუძნება 120 პროპორციულ და 30 მაჟორიტარულ მანდატს.

შეხვედრიდან გამოსულმა ოპოზიციის წარმომადგენლებმა ასევე განაცხადეს, რომ ხელისუფლებასთან შეთანხმება  პატიმრების გათავისუფლებასაც შეეხო.  გრიგოლ ვაშაძის და გიორგი ვაშეძის ინფორმაციით, შეთანხმების შედეგად აღკვეთის ღონისძიება უნდა შეიცვალოს ირაკლი ოქრუაშვილისთვის, ბესიკ თამლიანისთვის და გიორგი რურუასთვის.

გიგი უგულავას ნაწილში კი, პრეზიდენტის მხრიდან შეწყალების მექანიზმის გამოყენებას ელოდებიან.

„კონკრეტულად ვქვათ, რაზე შევთანხმდით: პოლიტპატიმრები უნდა გათავისუფლდნენ. რა თქმა უნდა, შეიძლება ვერ შევთანხმდეთ სახელწოდებებში, ისინი თვლიან თუ არა პოლიტპატიმრებად, მაგრამ ისინი უნდა გათავისუფლდნენ და ამის კონკრეტულ მექანიზმზე იყო საუბარი. „ქართულმა ოცნებამ“ თქვა, რომ ამისთვის ყველაფერს გააკეთებს, რაც შეუძლია, რომ ეს ყველაფერი უახლოეს მომავალში მოხდეს. აქ არის ორი საკითხი – შეიძლება იყოს პროკურატურის შუამდგომლობა, ან სხვა მექნიზმი, რომ აღკვეთის ღონისძიება შეეცვალოს თამლიანს, ოქრუაშვილს და რურუას. მეორე მხრივ, გიგი უგულავასთან დაკავშირებით შეიძლება გამოყენებულ იქნეს შეწყალების მექანიზმი. პრეზიდენტის მზაობა მე როგორც ვხვდები არის ამასთან დაკავშირებით.“ – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

დაკავებულთა გათავისუფლებაზე შეთანხმება უარყო შეხვედრიდან გამოსულმა არჩილ თალაკვაძემ. მისი თქმით, შეთანხმებაში რომელსაც ხელს ოპოზიცია და უმრავლესობა აწერს პოლიტპატიმრებზე ჩანაწერი არსებობს.