„ქართველები ვართ, სისხლი გვიდუღს..." - კალაძე გუშინდელ დაპირისპირებაზე

პუბლიკა

„ნამდვილად არ მსიამოვნებს ეს დაპირისპირებები. რატომ უნდა მოგინდეს და მიხვიდე „ქართული ოცნების“ ოფისთან და გააპროტესტო? სხვა ლოკაციები არ არის? ეს მიზანმიმართული ქცევაა და ამის ორგანიზატორი ოპოზიციაა. ქართველები ვართ, სისხლი გვიდუღს, მაგრამ ეს სისხლის დუღილი სხვა კუთხით გამოვიყენოთ და ქვეყნის განვითარებას მოვახმაროთ”, – ასე გამოეხმაურა დედაქალაქის მერი გუშინ, ანტისამთავრობო აქციის მონაწილეებსა და „ქართული ოცნების“ მიერ ორგანიზებული ჯგუფის დაპირისპირებას.

მისი თქმით, სავსებით ნორმალურია, რომ „ქართული ოცნების“ მთავარ ოფისთან პარტიის მხარდამჭერები იყვნენ მობილიზებული – „ეს ნორმალური გგონიათ რომ „ქართული ოცნების” ოფისთან მოდიხართ და მის წევრებს ეკითხებით – აქ რა გინდათო? უხერხულია, სირცხვილია”, – ამბობს ის.

კალაძე მიიჩნევს, რომ პოლიცია იცავს ყველას უფლებებს და უსაფრთხოებას.

ის კიდევ ერთხელ გამოეხმაურა კანონპროექტის ჩაგდების თემას და აღნიშნა,  რომ ამით „ქართულ ოცნებას” კანონი არ დაურღვევია.

„დემოკრატიული თვალსაზრისით სხვა ვითარებაა, განვითარებული ქვეყანა ვართ, ასეთი დესტრუქციული ქმედებები ქვეყნის იმიჯს აზიანებს”, – თქვა მან.

 

LB loan image desktop LB loan image mobile