ქართველი ჰიპ-ჰოპ არტისტი Kazzy Jazz გარდაიცვალა

პუბლიკა

გარდაიცვალა ჰიპ-ჰოპ არტისტი გიორგი იოსელიანი, იგივე Kazzy Jazz. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, 28 წლის არტისტის გარდაცვალების სავარაუდო მიზეზი თრომბი გახდა.

Kazzy Jazz-ის შემოქმედებიდან განსაკუთრებული პოპულარობა „ჩემი ქალაქის“ ფარგლებში შექმნილმა ჩანაწერმა მოიპოვა. გარდა ამისა მსენელში პოპულარობით სარგებლობს; „მამაქალაქიდან სალამი“, „დავარღვევ სიჩუმეს“, „ჰიპ ჰოპი ჩემს ვენებში“, და სხვა.