კახა კალაძე
“როგორც გითხარით, კონცერტები და ნაძვისხის ანთება, რადგან შეუძლებელია ადამიანების მობილიზება და ეს რისკ წარმოადგენს არსებულ ვითარებაში, შესაძლებელი იქნება, რომ ტელეეთერებიდან ვნახოთ ეს ყველაფერი და მაქსიმალურად შევეცდებით, რომ ამ რთულ ვითარებაში, თქვენი, ადამიანების განწყობა მაქსიმალურად შევამსუბუქოთ და მაქსიმალურად მხარი დაგიჭიროთ.
ზოგადად, ფროიდს აქვს ნათქვამი - რომ იცოდეთ რამხელა ძალა აქვს თქვენს ფიქრებს, ცუდად არასდროს იფიქრებდითო. ძალიან მნიშვნელოვანია, ეს ყველაფერი გავითვალისწინოთ, მართლა ძალიან დიდი ძალა აქვს ჩვენს ფიქრებს.
ძალიან კარგად მესმის სირთულეები, ძალიან კარგად მესმის გაჭირვება, მაგრამ ერთიანი ძალისხმევით, ჩვენი სოლიდარობით, ერთად დგომით, ყველაფერს გადავლახავთ და ყველაფერს მოვაგვარებთ.
“
ნათია თურნავა
“ჩვენ ვართ ძალიან თავმდაბალი მთავრობა, ძალიან თავმდაბალი პოლიტიკური გუნდი. იმიტომ, რომ ძალიან ბევრ რამეს ვაკეთებთ ისეთს, რაც არც ხმაურდება და არც თვითპიარით არ ვართ გატაცებულები. ელემენტარულად, ვისაც ახსოვს წინა ხელისუფლება, დამეთანხმება ამაში. რაც შეეხება იმას, რომ კოვიდფონდი იხარჯება ახლა და კოვიდფონდში 130 მილიონი შეგროვდა, საიდანაც 100 მილიონი არის ბიძინა ივანიშვილის შენატანი, ეს არის ფაქტი... 100 მილიონი რომ შეიტანა ფონდში ბიძინა ივანიშვილმა ხომ ფაქტია?! არაფერი დაშავდება კიდევ ერთხელ რომ შევახსენოთ საზოგადოებას. მე ძალიან მოხარული ვარ, რომ შინაარსობრივად ვერ გვედავება ვერავინ ვერაფერს, ესეიგი სწორად ვიქცევით“
მიხეილ სააკაშვილი
“ქართველები ერთი პერიოდი ჩემგან დაიღალნენ, მაგრამ ახლა ძალიან მაფასებენ და მე მათგან სიყვარულს ვგრძნობ. ვფიქრობ, რომ არამარტო 3-5 საუკუნის შემდეგ გამიხსენებენ, მე ამაში დარწმუნებული ვარ, მაგრამ ქართველები ახლაც მაფასებენ.
დავით აღმაშენებელი ყველაზე დიდი ქართველი მეფე იყო, მას არ ვედრები, მაგრამ ხუთი საუკუნის განმავლობაში მისი გახსენებაც კი არ შეიძლებოდა, მიუხედავად იმისა, რომ მან ქართული სახელმწიფოებრიობა შექმნა. ის ცუდად ახსოვდათ, რადგან ხანდახან ხისტი იყო. არც მთლად სტალინი ან კალიგულა ყოფილა, თუმცა მაინც ხისტი იყო. მასთან შედარებით არავინ ვარ, მაგრამ მგონია, რომ მასზე ბევრად ჩქარა გამიხსენებენ კარგად.
ამისთვის მზად უნდა იყო, როდესაც მოძველებული დოგმების წინააღმდეგ მიდიხარ, ეს კულტურული რევოლუციაა. შენ ქვეყანას პროგრესისკენ ექაჩები, მაგრამ ტკივილი ხომ რჩება? ამიტომ, მათ აქვთ განცდა, რომ მათზე იძალადეს. დიახ, მათ ამ მხარეს მოსწონთ და უკან დაბრუნება არ უნდათ, თუმცა ადამიანი, რომელმაც ისინი მეორე ნაპირზე გადაიყვანა, მოსახლეობაში შერეულ გრძნობებს იწევს. ამას დაემატა რუსეთის პროპაგანდაც“
გიორგი გახარია
“ბოლო დღეების განმავლობაში იმდენი წუწუნი მესმის ჯანიანი ბიჭების ქალაქში, რომ ვაიმე, ტურისტი აღარ არის, რა გვეშველება და მთავრობა რას შვრები და როდის ჩამოვა ტურისტი და მოგვეხმარეთ და ეს ქენით და ის ქენით. რეალურად ყველას უნდა ახსოვდეს, რომ ადამიანი, მამაკაცი, კაცო, ახალგაზრდა, ჯანით და ენერგიით სავსე, ყოველთვის შეძლებს, თუ აქვს შესაბამისი სურვილი, სამართლიანობა, ღირსება, რომ ამ ქვეყანაში საქმე გააკეთოს
“