„ქვეყანაში გვყავს უნიკალური დაზღვევა" - გახარია ივანიშვილზე

პუბლიკა

„ქართუ” და ბიძინა ივანიშვილი წლებია უკვე მილიარდობით ქველმოქმედებას ეწევა ამ ქვეყანაში და ჩემთვის, როგორც მთავრობის მეთაურისთვის, კიდევ ერთი დამადასტურებელი ფაქტია, რომ ჩვენ ქვეყანაში გვყავს უნიკალური დაზღვევა, ადამიანის სახით, საქართველოს მოქალაქის სახით, იქ, სადაც ქვეყანას სისტემური ჩავარდნა აქვს, სადაც სისტემურად გჭირდება დახმარება, ეს ადამიანი და ეს ფონდი გვეხმარება იქ, სადაც სახელმწიფოს უჭირს”, – ამის შესახებ პრემიერმა გიორგი გახარიამ განაცხადა. მას შეკითხვა ბიძინა ივანიშვილის მიერ STOPCOV-ის ფონდში ჩარიცხულ 100 მილიონ ლარზე დაუსვეს.

ამ დროისთვის StopCoV ფონდის ანგარიშზე 124 543 899 ლარია ჩარიცხული. პრემიერის თქმით, ეს თანხა გამოყენებული იქნება ჩვენი მოქალაქეების ინტერესების გათვალისწინებით  კორონავირუსის წინააღმდეგ საბრძოლველად.

„ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ 2 ფრონტზე ვიბრძვით, ჯანმრთელობისა და ეკონომიკის ფრონტზე, და ყველა ეს მობილიზებული რესურსი მოხმარდება ამ მიზანს”, – განაცხადა გახარიამ.