რა სამეწარმეო საქმიანობას ეწევიან საკრებულოს წევრები- „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ კვლევა

პუბლიკა

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ შეისწავლა საკრებულოს  50-ვე წევრის სამეწარმეო საქმიანობა და როგორც ორგანიზაციის კვლევაშია ნათქვამი, რამდენიმე დარღვევა გამოავლინდა.

თბილისის საკრებულოს 50 წევრიდან 26 დაკავშირებულია სამეწარმეო საქმიანობასთან. მათი უმრავლესობა  (23) მმართველი პარტიის წევრია.

საკრებულოს 27 თანამდებობის პირიდან 14 დაკავშირებულია სამეწარმეო საქმიანობასთან. მათგან ხუთის ოჯახის წევრს გააჩნია ბიზნესინტერესი.

საკრებულოს 23 არათანამდებობის პირი წევრიდან 12-ს გააჩნია კომერციული ინტერესი. 7 მათგანი საკრებულოს წევრობის პარალელურად იკავებს მმართველ პოზიციას საკუთარ კომპანიაში.

მაგ: კველევის გამოქვეყნების დღისთვის თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე აღარ იყო ჩართული სამეწარმეო საქმიანობაში, მაგრამ 2018 წლის დეკემბერში მან არ მიუთითა დეკლარაციაში, რომ 2017 წლის დეკემბერში იყო შპს „ვეტპრეპარატის“ დირექტორი და შპს „ტე ჯგუფის“ 50% წილის მფლობელი.

საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ახვლდეიანიც კვლევის გამოქვეყნების დროისთვის აღარ იყო ჩართული სამეწარმეო საქმიანობაში, მაგრამ მან არ მიუთითა დეკლარაციაში, რომ 2018 წლის განმავლობაში იყო შპს „ჯი კონსტრაქშენის“ 10%-იანი წილის მფლობელი.

წაიკითხეთ ვრცლად საკრებულოს წევრების სამეწარმეო საქმიანობების შესახებ .

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ მიმართავს „საჯარო სამსახურის ბიუროს“, შეისწავლოს ამ თანამდებობის პირების ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციები და მოახდინოს შესაბამისი რეაგირება.

 

 

LB loan image desktop LB loan image mobile