რამდენი ინფიცირებული გვყავს აცრილთა შორის - ამირან გამყრელიძე

პუბლიკა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, დღესდღეობით, ქვეყანაში ორჯერადად აცრილების ინფიცირების 0,2-დან 0,3%-იანი მაჩვენებელია, ხოლო  ერთჯერადად აცრილების 0,8% დაინფიცირდა.

მისი თქმით, უმრავლეს შემთხვევაში, ყველა მათგანმა დაავადება გადაიტანა შედარებით მსუბუქად, თითქმის არ დასჭირდათ ჰოსპიტალიზაცია ან ინტენსიური სამედიცინო დახმარება.

„იქნება ეს ერთჯერადი თუ ორჯერადი აცრა, საერთოდ აცრა, ადამიანებს იცავს კოვიდვაქცინა დაავადების მძიმედ მიმდინარეობისა და სიკვდილიანობისგან“, – განაცხადა გამყრელიძემ.