რამდენჯერმე ციხეში ჩასმა არის პოლიტიკური ანგარიშსწორებაა და მეტი არაფერი - ელისაშვილი

პუბლიკა

„სამოქალაქო მოძრაობის” დამფუძნებელი ალეკო ელისაშვილი გიგი უგულავას საქმეზე უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

„რაც უგულავას თავს ხდება, არის პოლიტიკური დევნა და უსამართლობა. ყველაზე მეტად წლების განმავლობაში სწორედ გიგი უგულავასთან ვიყავი დაპირისპირებული. მისი კრიტიკა შეწყვეტილი მქონდა მხოლოდ მისი ციხეში ყოფნის დროს. ამის მიუხედავად, ერთსა და იმავე დანაშაულზე ადამიანის რამდენჯერმე ციხეში ჩასმა არის პოლიტიკური ანგარიშსწორება და მეტი არაფერი.”, – წერს ელისაშვილი.

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა გუშინ დააკავეს. უზენაესმა სასამართლომ უგულავას დამატებით 3-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. თბილისის განვითარების ფონდის საქმეზე სახელმწიფო გიგი უგულავას თბილისის განვითარების ფონდიდან 48 მილიონი ლარის გაფლანგვას ედავება. გიგი უგულავას საქმეს მოსამართლეები შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი და მერაბ გაბინაშვილი განიხილავდნენ.