რატომ ვსწავლობთ ინგლისურს წლობით და მაინც ვერ ვლაპარაკობთ?

აუცილებლად გეყოლება ვინმე ნაცნობი (ან შეიძლება თავად ხარ ასეთი), ვინც სკოლის ასაკიდან სწავლობს ინგლისურს, იცის რთული გრამატიკული კონსტრუქციები, თავისუფლად კითხულობს ტექსტებს, თუმცა, როგორც კი საქმე უცხოელთან გამოლაპარაკებაზე ან სამსახურებრივ პრეზენტაციაზე მიდგება, „ენა ებმება“. რატომ ხდება, რომ წლობით დახარჯული ენერგია რეალურ კომუნიკაციაში არ აისახება?

შეცდომის დაშვების შიში და „სკოლის ტრავმა“

ბევრი ჩვენგანისთვის ენის სწავლა ასოცირდება წითელ კალამთან და მასწავლებლის მკაცრ მზერასთან ყოველი დაშვებული შეცდომის დროს. ეს ქვეცნობიერი შიში ზრდასრულ ასაკშიც მოგვყვება. იმდენად ვართ კონცენტრირებული იმაზე, რომ წინადადება უშეცდომოდ ავაწყოთ, რომ კომუნიკაციის მთავარი მიზანი – აზრის გადმოცემა – გვავიწყდება. შედეგად, ხშირად გვირჩევნია საერთოდ არაფერი ვთვათ, ვიდრე უცოდინარი გამოვჩნდეთ.

გრამატიკაზე ზედმეტი ფოკუსი

ტრადიციული სწავლების მეთოდი ხშირად გრამატიკული წესების მექანიკურ დაზეპირებას ეფუძნება. თუმცა, რეალური საუბარი არ ხდება მათემატიკური ფორმულებით. როდესაც ზედმეტად ბევრს ფიქრობ იმაზე, გამოიყენო თუ არა „Present Perfect“, ტვინი ერთგვარ „თვითცენზურის“ რეჟიმში გადადის, რაც კომუნიკაციის ბუნებრივ დინებას აფერხებს. ნაცვლად იმისა, რომ ყურადღება აზრის გაზიარებასა და თანამოსაუბრესთან ემოციურ კავშირზე გადავიტანოთ, ჩვენი ტვინი მუდმივად დაკავებულია წინადადებების აგებითა და შეცდომების ძებნით.

ენობრივი გარემოს ნაკლებობა

ხშირად ინგლისურს ვსწავლობთ იზოლირებულად, სახელმძღვანელოებში მოცემული ხელოვნური დიალოგებით, რომლებიც რეალურ ცხოვრებაში იშვიათად გამოიყენება. თუ სტუდენტს არ აქვს შეხება ცოცხალ, თანამედროვე ენასთან და „native speaker“-ებთან, მას უჭირს იმ ჟარგონების, იდიომებისა და ინტონაციების გაგება, რაც ყოველდღიური კომუნიკაციის ნახევარზე მეტს შეადგენს.

ქართულ ენაზე ფიქრი და „თარგმნის ჩვევა“

კიდევ ერთი მიზეზი არის ტვინის მიდრეკილება, ჯერ ქართულად ჩამოაყალიბოს აზრი და შემდეგ გადათარგმნოს იგი ინგლისურად. ეს პროცესი დროს მოითხოვს, რაც საუბარს წყვეტილს და დამღლელს ხდის. ლაპარაკის ბარიერი არ მოიხსნება, სანამ ადამიანი არ დაიწყებს „ინგლისურად ფიქრს“, რაც მხოლოდ ინტენსიური სმენითი და სასაუბრო პრაქტიკით მიიღწევა.

როგორ პასუხობს ამ გამოწვევებს თანამედროვე განათლების ბაზარი?

სპეციალისტების განმარტებით, იმისათვის, რომ სწავლის პროცესი ეფექტური იყოს, აუცილებელია მეთოდოლოგია მორგებული იყოს კონკრეტულ აუდიტორიაზე. საქართველოში ამ კუთხით ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო გამოცდილებას „ბექას სკოლა“ გვთავაზობს. მათი მიდგომა სწორედ იმ ფსიქოლოგიური და პრაქტიკული ბარიერების მოხსნაზეა ორიენტირებული, რომლებიც ზემოთ მიმოვიხილეთ:

  • სკოლის მოდელი ეფუძნება პრინციპს, რომ შეცდომა სწავლის განუყოფელი ნაწილია. აქცენტი კეთდება არა დაუყოვნებლივ გრამატიკულ გასწორებაზე, არამედ სტუდენტის „ალაპარაკებაზე“, რაც თანდათან ხსნის შეცდომის დაშვების შიშს.
  • სკოლის პროგრამები (იქნება ეს ზოგადი ინგლისური თუ სასაუბრო კურსი) ისეა სტრუქტურირებული, რომ დროის უდიდესი ნაწილი ცოცხალ კომუნიკაციას ეთმობა. ეს სტუდენტს ეხმარება, ნასწავლი თეორია მომენტალურად აქციოს პრაქტიკულ უნარად.
  • B1 დონიდან სასწავლო პროცესში ერთვებიან მასწავლებლები აშშ-დან, ბრიტანეთიდან და სამხრეთ აფრიკიდან. ეს სტუდენტებს საშუალებას აძლევს, ადრეულ ეტაპზევე მიეჩვიონ სხვადასხვა აქცენტს და დაეუფლონ ისეთ ინგლისურს, რომელზეც რეალურად საუბრობენ თანამედროვე სამყაროში.
  • მშრალი სახელმძღვანელოების ნაცვლად, „ბექას სკოლა“ იყენებს ქართველი სტუდენტების ინტერესებსა და სპეციფიკაზე ადაპტირებულ მასალებს, რაც სწავლას უფრო ინტერაქციულს და სახალისოს ხდის.
  • 24/7-ზე საუბრის პრაქტიკისთვის „ბექას სკოლაში“ იყენებენ სპეციალურ აპლიკაციას, რომელიც ხელოვნურ ინტელექტზეა დაფუძნებული. ამ აპლიკაციაში შესაძლებელია როლური თამაშების და ყოველდღიური დიალოგების სიმულირება, დებატები სხვადასხვა თემებზე ან უბრალოდ ინგლისურად საუბარი რამდენიც გინდა. 

ენის სწავლის გადადება ხშირად დაწყების შიშით არის განპირობებული. თუმცა, მათთვის, ვინც ამ გაზაფხულზე კარიერულ თუ პერსონალურ წინსვლას გეგმავს, „ბექას სკოლაში“ ახალ ჯგუფებზე მიღება უკვე დაწყებულია და სასწავლო პროცესი ამ კვირიდან იწყება!

ნუ დაელოდები “იდეალურ ორშაბათს” ან მომავალ წელს. გაეცანი „ბექას სკოლის“ კურსებს და დაიწყე სწავლა ახლავე!