როგორც ჩანს, ჩათვალეს, რომ „გირჩიდან" ჯაფარიძეა - რაქვიაშვილი შეხვედრას არ ესწრება

პუბლიკა

პარტია „გირჩის” წევრი ალექსანდრე რაქვიაშვილი ამბობს, რომ მივიდა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, სადაც ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლების შეხვედრა მიმდინარეობს, თუმცა შენობა მალევე დატოვა. ის შეხვედრას არ ესწრება. როგორც რაქვიაშვილი ამბობს, სავარაუდოდ გაუგებრობის გამო, ჩათვალეს, რომ პარტია „გირჩიდან” შეხვედრაზე ზურა ჯაფარიძეა. არადა, მისი თქმით, „გირჩიდან” ის უნდა დასწრებოდა შეხვედრას.

„შევედი, დაველაპარაკე ელჩის წარმომადგენელს. რომ მივხვდი, რომ იქ რაღაც გაუგებრობაა, გამოვედი. მე უნდა ვყოფილიყავი „გირჩიდან”. რადგან ზურა არის, როგორც ჩანს, ეტყობა ჩათვალეს, რომ „გირჩიდან” ზურა [ჯაფარიძე] არის”, – ამბობს ის.


საქარლამენტო არჩევნების შემდეგ ზურა ჯაფარიძე პარტია „გირჩიდან” წავიდა და ახალი პარტია „გირჩი – მეტი თავისუფლება“ დააფუძნა.

LB loan image desktop LB loan image mobile