რუსეთი, თურქეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი, ირანი - COVID-19-ის განახლებული სტატისტიკა

პუბლიკა

Worldometers-ის ბოლო მონაცემებით, დღეს რუსეთში კორონავირუსის 6 198 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, რის შედეგადაც რუსეთის Covid-19-ის შემთხვევების რაოდენობამ ჩინეთის მაჩვენებელს გადააჭარბა. ჯამში ინფიცირებულია 87 147 ადამიანი. ხოლო დაღუპულია 6 198 პირი, მათ შორის 47 ბოლო 24 საათში.

ბოლო 24 საათში კორონავირუსის 2 131 ახალი შემთხვევა გამოვლინდა თურქეთში. ჯამში ინფიცირებულია 112 261 პირი. მათგან გამოჯანმრთელებულია 33 791 ადამიანი, ხოლო გარდაცვლილია 2 900 მოქალაქე. ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 95 ადამიანი.

1 პირი გარდაიცვალა სომხეთში ბოლო ერთ დღეში. სულ გარდაცვლილია 29 ადამიანი. კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა ჯამში 1 808-ს შეადგენს. 848 ადამიანია გამოჯანმრთელებული, ხოლო 10 პაციენტი მძიმე მდგომარეობაშია.

Covid-19-ის 1 678 დადასტურებული შემთხვევაა აზერბაიჯანში და მათგან 1 162 პირი გამოჯანმრთელდა. გარდაცვლილია 22 ადამიანი, ხოლო 1 პაციენტი გარდაიცვალა ბოლო 24 საათში.

96 გარდაცვალების ახალი შემთხვევა ფიქსირდება ირანში. სულ გარდაცვლილია 5 806 ადამიანი. დადასტურებული შემთხვევების რაოდენობაა 91 472, მათგან ბოლო ერთ დღეში 991 შემთხვევა გამოვლინდა. ირანში გამოჯანმრთელებულია ჯამში 70 933 ადამიანი.

რაც შეეხება საქართველოს: StopCov.ge-ის ბოლო მონაცემებით კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობაა 497. გამოჯანმრთელებული 156, ხოლო ქვეყნის მასშტაბით 6 გარდაცვლილია. კარანტინის რეჟიმში 5107 ადამიანია, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 534.