რუსეთში კორონავირუსით ინფიცირების დადასტურებულმა შემთხვევებმა 20 000-ს გადააჭარბა

პუბლიკა

რუსეთში კორონავირუსით ინფიცირების დადასტურებულმა შემთხვევებმა 20 000-ს გადააჭარბა. Worldometers-ის მონაცემებით, რომელიც ოფიციალურ წყაროებს ეყრდნობა, სწრაფად იზრდება კორონავირუსით ინფიცირების ყოველდღიური მაჩვენებელი. გუშინ რუსეთში რეკორდული მაჩვენებელი – 2 558 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

რაც შეეხება გარდაცვლილებს, რუსეთში 13 აპრილს კორონავირუსით გარდაცვალების 18 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, სულ 170 ადამიანია გარდაცვლილი. კორონავირუსისგან გამოჯანრმთელებულთა რაოდენობამ კი 1 694-ს მიაღწია.

ასევე, კორონავირუსი მოსკოვში 18 სასულიერო პირს დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. tvrain.ru-ის  ინფორმაციით, კორონავირუსი, სავარაუდოდ, მოსკოვის 14 ეკლესიაშია გავრცელებული.

მათივე ცნობით, კიდევ 21 სასულიერო პირს აღენიშნება სიმპტომები, მაგრამ დიაგნოზი ჯერ არ დადასტურებიათ.

გამოცემის ინფორმაციით, ბზობის დღესასწაული მაინც ჩატარდა ტაძრებში, თუმცა პატრიარქმა მრევლს მოუწოდა, თავი შეიკავონ ეკლესიებში მისვლისგან.