რუსეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 93-მდე გაიზარდა

პუბლიკა

რუსეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 93-მდე გაიზარდა. რუსული მედია შესაბამის უწყებებზე დაყრდნობით ინფიცირებულთა მდგომარეობის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას. გავრცელებული ინფორმაციით, 93 ინფიცირებულიდან 79 იმყოფება სტაციონარში, საიდანაც 57 მდგომარეობა მსუბუქია, 4 პირი კი გამოჯანმრთელდა.

შემთხვევების რაოდენობა გაიზარდა სომხეთშიც. დღეის მდგომარეობით, სომხეთში 30, აზერბაიჯანში კი 25 ინფიცირებულია. აზერბაიჯანში კორონავირუსით გარდაცვალების შემთხვევაც დაფიქსირდა. რამდენიმე დღის წინ აზერბაიჯანში ერთი ინფიცირებული გარდაიცვალა.