რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ამბობს, რომ საქართველოში არ შემოუშვეს

პუბლიკა

რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, დმიტრი გუდკოვის განცხადებით, ის თბილისში გაურკვეველი მიზეზით არ შემოუშვეს.

„ჩამოვედი კიევიდან თბილისში. თუმცა, სახელმწიფო დონეზე მიიღეს გადაწყვეტილება, რომ უკან, კიევში გამაბრუნონ. ეს პოლიტიკური გადაწყვეტილებაა. ყველა გაფრთხილებული იყო ჩემი სტუმრობის შესახებ, ოფიციალური მოწვევა მქონდა.

დაგეგმილი იყო შეხვედრები დიპლომტებსა და აქტივისტებთან. ვერავითარი ახსნა ვერ მივიღე, მხოლოდ თავაზიანი მოპყრობა პერსონალისგან“, – აცხადებს დმიტრი გუდკოვი.

„პუბლიკა“ შინაგან საქმეთა სამინისტროში ცდილობს ინფორმაციის გადამოწმებას.

დმიტრი გუდკოვი რუსეთის სახელმწიფო დუმის ყოფილი დეპუტატია. ის ბოლო ხანია, კიევში ცხოვრობს და აცხადებს, რომ რუსეთის ხელისუფლება პოლიტიკურად დევნის.