ლიტერატურული პრემია „საბა 2020-ის“ გამარჯვებულები ცნობილია.
ჟიურიმ 9 ნომინაციაში გამოავლინა გამარჯვებული:
1. საუკეთესო ლიტერატურული დებიუტი – მაია ცირამუა, წიგნით „მშვიდობით, ძია გერშვინ!“
2. საუკეთესო პიესა – ალექს ჩიღვინაძის „მარინა რევიამ“
3. საუკეთესო ლიტერატურული კრიტიკა – რამაზ ჭილაიას „პოეტიკური ჩანაწერები“
4. უცხოური ნაწარმოების საუკეთესო ქართული თარგმანი – ელზა ახვლედიანის „ალჟირელ მეკობრეთა ტყვე: მიგელ დე სერვანტესის არაჩვეულებრივი თავგადასავალი“
5. საუკეთესო ესეისტიკა და დოკუმენტური პროზა – შორენა ლებანიძის „თუ საჭიროა, გათქმევინებთ“
6. საუკეთესო პროზაული კრებული – მამუკა დოლიძის „გასეირნება დროთა სივრცეში“
7. საუკეთესო პოეტური კრებული – წელს ჟიურიმ პრემია ორ ცოცხალ კლასიკოსს შორის გაყო, ბესიკ ხარანაულის „დიდი სმა“ და ტარიელ ჭანტურიას „სიყვარულის შავი ყუთი 3“
8. საუკეთესო რომანი – ბესო სოლომანაშვილი, „ამბავი ძველი დახვრეტილებისა და ამბავი ახალი დასახვრეტებისა“
9. ქართული ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის პოეტი და მთარგმნელი ბათუ დანელია დაჯილდოვდა.