საგარეო: ზალკანიანის მოადგილე ინდოეთში „ასტრაზენეკას" ვაქცინის მისაღებად მოლაპარაკებებზეა

პუბლიკა

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი „ასტრაზენეკას“ მიერ ინდოეთში წარმოებული ვაქცინების მისაღებად მოლაპარაკებებს გამართავს. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ადასტურებს.

მინისტრის მოადგილის ინდოეთში ვიზიტზე გუშინ მთავრობის სხდომაზე გამართულ ბრიფინგზე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემაც ისაუბრა. მისი თქმით, ის პირდაპირ მოლაპარაკებებს გამართავს ინდოეთში ბრიტანული წამოშობის ვაქცინის ინდურ მწარმოებელთან.


საზოგადოებრივი იმუნიტეტის შესაქმნელად ვაქცინაციის ეროვნული გეგმა გათვლილია სრულწლოვანი მოსახლეობის 60%-ზე. ვაქცინაციის გეგმის მიხედვით, სულ 1,691,214 ადამაინი უნდა აიცრას. საქართველო Covax-პლატფორმიდან 1.4 მილიონ დოზას ელოდება, რაც მოსახლეობის 20%-ის (700 ათასი ადამიანის) აცრისთვის არის საკმარისი.

ამირან გამყრელიძის თქმით, საქართველოს წინმსწრებად უკვე გადახდილი აქვს 700 ათასი ადამიანის ასაცრელად საჭირო თანხის ნაწილი – 4 მილიონი აშშ დოლარი და როგორც გუშინ გახდა ცნობილი,  დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა COVAX-პლატფორმაზე ვაქცინისთვის კიდევ 575 000 დოლარი გადარიცხა. ვაქცინაციის გეგმის მიხედვით, ჯამში სხვადასხვა ვაქცინასთან მიმართებით გაკეთებულია ფინანსური გათვლებიც და მიმდინარე წლის სავარაუდო ბიუჯეტი 65 მილიონიდან 170 მილიონამდე მერყეობს. ამირან გამყრელიძის განცხადებით, Covax-პლატფორმიდან ვაქცინების პირველი პარტია მარტში შემოვა. მისივე თქმით, დიდი ალბათობით, პირველ ეტაპზე „ასტრაზენეკას“ ვაქცინას შემოიტანენ.