საჯარო ღვთისმსახურების გამო კორფუს მიტროპოლიტის წინააღმდეგ საქმე აღიძრა

ქალაქ კორფუს პროკურორმა წმინდა სპირიდონის კათედრალში საჯარო ღვთისმსახურების ჩატარების გამო მიტროპოლიტ ნექტარიუსის წინააღმდეგ საქმე აღძრა.

საქმე იმ ადამიანების წინააღმდეგაც აღიძრა, ვინც ღვთისმსახურებას სახელისუფლებო შეზღუდვების დარღვევით დაესწრო, მათ შორის ქალაქის მერის წინააღმდეგ. წირვას რამდენიმე მორწმუნეც ესწრებოდა, რომელთაგან სამი, აკრძალვების მიუხედავად, ეზიარა კიდეც.

წმინდა სპირიდონის კათედრალში ჩატარებულ წირვას ხელისუფლების წარმომადგენლები გამოეხმაურნენ და მომხდარი ინციდენტი დაგმეს.

„მსახურებები დაკეტილ კარს მიღმა ჩატარდება და წმინდა კვირეულის განმავლობაში ეკლესიები მორწმუნეთათვის დაკეტილი იქნება. საბერძნეთის ეკლესიის მუდმივმოქმედი სინოდის გადაწყვეტილება ძალიან მკაფიოა. სწორედ ამიტომ, ჩვენ ვგმობთ კორფუში მომხდარ ინციდენტს. მათ უგულებელყვეს წმინდა სინოდის რეკომენდაციები და დაარღვიეს კანონი, რომელიც ამ ექსტრაორდინალურ სიტუაციაში სპეციალურად მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის მიზნით არის ამოქმედებული“, – განაცხადა მთავრობის სპიკერმა სტელიოს პეტსასმა.

წყარო: Orthodox Times