საკითხები ეხებოდა გარეჯს, ვაქცინაციის თემას... - ანდრია ჯაღმაიძე

პუბლიკა

საპატრიარქოში სინოდის სხდომა დასრულდა, თუმცა წევრებს მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებიათ. საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, ანდრია ჯაღმაიძე აცხადებს, რომ შეხვედრაზე, მათ შორის განხილული იყო დავით გარეჯასა და ვაქცინაციის საკითხები.

„საკითხები ეხებოდა გარეჯს, ვაქცინაციის თემას, იყო რიგი საკითხებისა ზნეობრივი კუთხით შეფასებული, ყველაფერი ეს აისახება ოქმში, რომელიც რამდენიმე საათში გამოქვეყნდება“, – განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.