სალაძე: მუზეუმმა მხარი არ დაუჭირა პროექტს, რომლის უკანაც პროტესტის ნიშნად წამოსული მეცნიერები არიან

პუბლიკა

ეროვნული მუზეუმი აცხადებს, რომ 12 სამეცნიერო პროექტის დასაფინანსებლად შოთა რუსთაველის სამეცნიერო ფონდთან ხელშეკრულებები გაფორმდა.

საუბარია იმ სამეცნიერო პროექტებზე, რომლებზეც 10 თებერვალს, რუსთაველის ფონდისთვის გაგზნილ წერილში ხელოვნების მუზეუმის დირექტორი უარს ამბობდა, რადგან „პროექტები ნორმატიული აქტით დადგენილი პროცედურის უხეში დარღვევით იყო გაგზავნილი“

როგორც ირკვევა მუზეუმმა გადაწყვეტილება შეცვალა და ახალშექმნილმა სამეცნიერო საბჭომ 2011 წლის 11 მარტის სხდომაზე 13 პროექტიდან 12 პროექტის მხარდაჭერის გადაწყვეტილება მიიღო.

იურისტ სულხან სალაძის თქით, საბჭომ გადაწყვიტა რუსთაველის ფონდის კონკურსში გამარჯვებული 13 პროექტიდან, ერთი პროექტი არ დაფინანსებიან.

მისი თქმით, სამეცნიერო საბჭოს უმრავლესობამ იმ პროექტს არ დაუჭირა მხარი, რომლის უკანაც ხელოვნების მუზეუმიდან გათავისუფლებული და პროტესტის ნიშნად წამოსული მეცნიერები – ნინო ხუნდაძე, დინარა ვაჩნაძს, ეკა კიკნაძე და დავით ნიორაძე დგანან.

 „დაიბლოკა პროექტი – „ხელოვნების მუზეუმის XVIII-XIX საუკუნეების ქართული დაზგური პორტრეტული მხატვრობის კოლექციის ინტეგრირებული კვლევა“ პროექტის ხელმძღვანელი – ნინო ხუნდაძე. პროექტის მონაწილეები: დინარა ვაჩნაძე, ეკა კიკნაძე, დავით ნიორაძე და სხვა.

რეალური მიზეზი, ზემოთ აღშნულ პროექტში ჩართული ადამიანების მიმართ ანგარიშსწორება და მათი დისკრიმინაციაა, რაც წულუკიანის სამართალში ჩვეულებრივი ამბავია.“ – წერს სულხან სალაძე.

სულხან სალაძის თქმით, წულუკიანის მიერ ხელდასმული ეროვნული მუზეუმის დირექტორატის უმრავლესობის გადაწყვეტილებით, შეიცვალა მუზეუმის სამეცნიერო საბჭო, რომლის შემადგენლობაშიც პატივსაცემ მეცნიერებზე მეტი, მორჩილების ნიშნით შერჩეული წევრია.

„დღეისთვის, საქართველოში მოქმედი კანონი, „მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და მათი განვითარების შესახებ“ ამბობს, რომ „დაწესებულების მთავარი მეცნიერი თანამშრომლები ქმნიან დაწესებულების სამეცნიერო საბჭოს.“

ეს კანონი ხაზს უსვამს, არა უბრალოდ იმას, რომ მხოლოდ დაწესებულების თანამშრომლები უნდა იყვნენ სამეცნიერო საბჭოს წევრები, არამედ, იმასაც, რომ ისინი უნდა იყვნენ დაწესებულების, მთავარი მეცნიერ-თანაშმრომლები! გარე პირების და არა მეცნიერ-თანამშრომლების სამეცნიერო საბჭოში შეყვანა სრულიად უკანონოა.

ჩემი ინფორმაციით, სამეცნიერო საბჭოში შედიან, როგორც ეროვნული მუზეუმის სისტემის გარეთ მყოფი მეცნიერები, ისე დირექტორატის წევრები, რომელთა დიდ ნაწილს არაფერი აქვთ საერთო მეცნიერებასთან.“ – წერს სულხან სალაძე.