იუსტიციის სამინისტროს კრიტიკული შეფასება ნამახვანის ხელშეკრულების შესახებ

პუბლიკა

„მთის ამბებმა” მოიპოვა დოკუმენტი, რომელიც ამ დრომდე გასაჯაროებული არ იყო. დოკუმენტი წარმოადგენს იუსტიციის სამინისტროს მიერ სახელმწიფოსა და ნამახვანჰესის კომპანიას შორის გაფორმებული ხელშეკრულების შეფასებას.

დოკუმენტი 2019 წლის 30 მარტით თარიღდება. ხელშეკრულება ინვესტორ კომპანიასთან 2019 წლის აპრილში გაფორმდა.

შეფასებაში კრიტიკულადაა განხილული მთელი რიგი პუნქტები და შეიცავს 22 შენიშვნას.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ  „ვალდებულებათა აბსოლუტური უმრავლესობა ეკისრება საქართველოს მთავრობას და სახელმწიფო კომპანიებს, მაშინ, როცა, ამის საპირისპიროდ, ამავე ხელშეკრულებით მაქსიმალურად არის დაცული კომპანიის უფლებები და შეზღუდულია მისი პასუხისმგებლობა და ვალდებულებები“.

ეს სწორედ ის ერთ-ერთი პრეტენზიაა, რომელიც ნამახვანჰესის მოწინააღმდეგე აქტივისტებს აქვთ, თუმცა ხელისუფლება ამ ბრალდებას უარყოფდა.

გთავაზობთ მთის ამბების მიერ მოპოვებულ დოკუმენტს.