სამხრეთ კორეელი რეჟისორი კიმ კი დუკი COVID-19-ით გარდაიცვალა – ლატვიური მედია

პუბლიკა

ცნობილი სამხრეთ კორეელი რეჟისორი კიმ კი დუკი 59 წლის ასაკში ლატვიაში კორონავირუსით გარდაიცვალა – ინფორმაციას ლატვიური მედია ავრცელებს.

რეჟისორი ლატვიას 20 ნოემბერს ესტუმრა. ადგილობრივი მედიის ცნობით, კიმ კი დუკი 11 დეკემბრის ღამეს Covid-19-ით გამოწვეული გართულებების შედეგად გარდაიცვალა.

ArtDocFest-ის დირექტორის განცხადებით, კიმ კი დუკი იურმალაში სახლის შეძენასა და ბინადრობის უფლების მოპოვებას აპირებდა.


კიმ კი დუკი ავტორია ვენეციის კინოფესტივალის 2012 წლის ტრიუმფატორი ფილმისა „პიეტა“. იგი ასევე რეჟისორია ფილმებისა „გაზაფხული, ზაფხული, შემოდგომა, ზამთარი… და ისევ გაზაფხული“, „ცარიელი სახლი“ და სხვა.