სამტრედიაში ქალი მოკლეს – შსს

პუბლიკა

სამტრედიაში ქალი მოკლეს. როგორც „პუბლიკას“ შსს-ში განუცხადეს, გამოძიება 108 მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. შსს-ში ამ ეტაპზე მომხდართან დაკავშირებით, დამატებით დეტალებზე არ საუბრობენ.

მათივე ცნობით, მომხდარზე დაკავეს 1 პირი.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ქალი განქორწინების მიზნით, სამოქალაქო რეესტრის შენობაში იმყოფებოდა, როდესაც მეუღლე მივიდა და სასიკვდილო დაზიანება მიაყენა.

 

LB loan image desktop LB loan image mobile