სამწუხაროა ამომრჩეველთა ზეწოლის შემთხვევების ხილვა - ევროპარლამენტარი ფონ კრამონი არჩევნებზე

პუბლიკა

ევროპარლამენტარი და დემოკრატიის მხარდაჭერისა და არჩევნების კოორდინაცის ჯგუფის (DEG) წევრი, ვიოლა ფონ კრამონი 31 ოქტომბრის საქართველოს საპარლამენტო არჩევნებს ტვიტერზე ეხმაურება:

„ახლოდან ვაკვირდები საქართველოს არჩევნებს. მიუხედავად იმისა, რომ კონკურენტუნარიანი და ზოგადად, თავისუფალი იყო, სამწუხაროა ამომრჩეველთა ზეწოლის შემთხვევების ხილვა. ადმინისტრაციული და განსაკუთრებით ფინანსური რესურსების არათანაბარი წვდომა ძირს უთხრის დემოკრატიას. მხარეები წყნარად და მშვიდად უნდა იყვნენ. ევროკავშირი ქართველ ხალხთან დგას!“, – წერს ფონ კრამონი ტვიტში.

🇬🇪Closely following #Georgia Elections. While competitive and generally free, regrettable to see cases of pressuring voters. Unequal access to administrative & particularly financial resources undermines democracy. Parties should remain calm & peaceful. 🇪🇺EU stands with 🇬🇪People!