საქართველო „სინოვაკის“ ვაქცინის 100 ათას დოზას საჩუქრად მიიღებს - გამყრელიძე

პუბლიკა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, შაბათს საქართველოში შემოვა 100 ათასი დოზა ჩინური ვაქცინა „სინოფარმი“, რომელიც ქვეყანამ შეიძინა და კიდევ 100 ათასი დოზა ჩინური „სინოვაკი“, რომელიც ჩინეთმა საქართველოს აჩუქა.

„რაც შეეხება ჩინურ ვაქცინას, ის შაბათს უნდა შემოვიდეს საქართველოში, ასეთია წინასწარი ინფორმაცია. ჩინეთს დღეს აქვს 5 ვაქცინა წარმოებაში. აქედან ორი არის უკვე საერთაშორისო გამოყენებაში, ანუ, გარდა ჩინეთისა, მას იყენებენ სხვა ქვეყნებიც, ძალიან ფართო მასშტაბით. ჩვენთან შემოდის „სინოფარმი“, რომელიც იყიდა ქვეყანამ და „სინოვაკი“, რომელიც საჩუქრად ეძლევა საქართველოს 100-100 ათასი დოზა“,- განაცხადა გამყრელიძემ.

მისი განმარტებით, ეს არის ორი ჩინური ვაქცინა, რომელიც გარდა ჩინეთისა, სადაც აცრილია უკვე დაახლოებით 80 მილიონ ადამიანზე მეტი.

„ის აღიარებულია რამდენიმე ქვეყნის მარეგულირებლის მიერ მათ შორის, რასაც ჯანმო განიხილავს მკაცრ მარეგულირებლად. ასეთი არის უნგრეთის მარეგულირებელი, როგორც ევროკავშირის ერთ-ერთი წევრის და ამ ორ ვაქცინაზე განაცხადი გაკეთებული აქვს ჩინეთს ჯანმოს ავტორიზაციაზე“, – განმარტავს ამირან გამყრელიძე.

გამყრელიძემ განმარტა, რომ ვაცინა სამინისტრომ პირდაპირი მოლაპარაკების გზით შეიძინა მწარმოებლისგან, რაშიც ჩართული იყო დიპლომატიური არხები.