საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის ფინალშია

პუბლიკა

საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგის გათამაშების ნახევარფინალში ბელარუსი ანგარიშით 1:0 დაამარცხა და ფინალური ეტაპის საგზური მოიპოვა.

შეხვედრის პირველი ნახევარი ჯვაროსანთა უპირატესობით დაიწყო და ქართველთა აქტიურმა შეტევებმა შედეგი მალევე გამოიღო.

მატჩის მე-7 წუთზე „ყაზანის რუბინის“ შემტევის, ხვიჩა კვარაცხელიას გადაცემის შემდეგ მეტოქეთა მცველებმა ოქრიაშვილზე იუხეშეს, რასაც თერთმეტმეტრიანი მოჰყვა. პენალტის ნიშნულიდან ოქრიაშვილმა ანგარიში გახსნა და ჩვენი ნაკრები წინ გაიყვანა.

შეხვედრის მეორე ნახევარი კვლავ ქართველთა უპირატესობით გაგრძელდა თუმცა ვაისის ფეხბურთელებმა მომენტების რეალიზება ვერ მოახერხეს. საბოლოოდ, თორნიკე ოქრიაშვილის გოლი ბელარუსებისთვის საბედისწერო აღმოჩნდა.

საქართველოს ნაკრების მეტოქე დღეს გაირკვევა. ჩრდილო მაკედონიასა და კოსოვოს შორის შეხვედრა 22 საათსა და 45 წუთზე დაიწყება.

საქართველოს ნაკრები ფინალში  კოსოვო-მაკედონიას შორის გამარჯვებულს შეხვდება, გამარჯვების შემთხვევაში კი, ისტორიაში პირველად, ევროპის ჩემპიონატზე გავა.