საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ VTB ბანკთან კონტრაქტი გაწყვიტა

პუბლიკა

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ „ვითიბი ბანკთან“ კონტრაქტი გაწყვიტა, – ამის შესახებ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა, დავით მუჯირმა საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხს ექსკლუზიურად დაუდასტურა.

„ვითიბი ბანკი“ ჩვენი გენერალური სპონსორი იყო. მაგრამ ხუთშაბათიდან დავიწყეთ პროცედურა, რომ ეს კონტრაქტი გაბათილდეს. პირველივე დღიდან ჩვენი გენერალური სპონსორის არც ერთი ბანერი აღარ იყო. მისი ლოგო სტადიონზე მდებარე ბანერებიდანაც ავიღეთ.

ასე რომ, „ვითიბი ბანკი“ ჩვენი გენერალური სპონსორი უკვე აღარ არის – ეს პოზიცია ყველა კლუბმა გაიზიარა. მიხარია, რომ კლუბები ამაში გვერდში დაგვიდგნენ და ეს კონსოლიდაცია მახარებს. უახლოეს პერიოდში გვეცოდინება, ვინ იქნება ჩვენი ახალი გენერალური სპონსორი. იმედია, ეს მალე გაირკვევა“, – განაცხადა დავით მუჯირმა.