საქართველოს ნაკრებმა ჩრდილო მაკედონიასთან მატჩი ფრედ დაასრულა

პუბლიკა

ერთა ლიგის 2020/21 წლების სეზონის გათამაშებაში საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა ჩრდილო მაკედონიასთან ფრედ 1:1 ითამაშა. მატჩი დინამოს ეროვნულ სტადიონზე გაიმართა.

საქართველოს ნაკრები მატჩში თორნიკე ოქრიაშვილის მიერ შესრულებული პენალტით დაწინაურდა, მაგრამ 33-ე წუთზე სტეფან რისტოვსკის გოლით ჩრდილო მაკედონიამ ანგარიში გაათანაბრა.

ეს საქართველოს ნაკრებისთვის C დივიზიონის მე-2 ჯგუფში გამართული მეორე შეხვედრა იყო. პირველი მატჩი ტალინში ესტონეთის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ საქართველოს გამარჯვებით, ანგარიშით 0:1 დასრულდა.

LB loan image desktop LB loan image mobile