საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა ფინეთის ნაკრები დაამარცხა

პუბლიკა

რამდენიმე წუთის წინ დასრულდა საქართველოს  და ფინეთის ნაკრების ევრობასკეტის შესარჩევი ეტაპის მატჩი.

საქართველოს ნაკრებმა ფინელებს ანგარიშით 91-85 მოუგო.

ამით საქართველომ მესამე მოგება დააგროვა და ჯგუფის ერთპიროვნული ლიდერი გახდა.

აღსანიშნავია, 2022 წლის ჩემპიონატს, საქართველოც მასპინძლობს, ამიტომ ის ტურნირზე ნებისმიერ შემთხვევაში ითამაშებს.

საქართველო მომდევნო მატჩს 30 ნოემბერს, შვეიცარიის ნაკრებთან გამართავს, რომელმაც თავის მხრივ დღეს სერბეთი დაამარცხა