საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა შვეიცარია დაამარცხა

პუბლიკა

საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა შვეიცარიის ნაკრები დაამარცხა.

ამით საქართველომ უკვე ზედიზედ მეოთხე გამარჯვება მიითვალა და ჯგუფში ერთპიროვნული ლიდერია.

რამდენიმე დღის წინ საქართველომ ფინეთიც დაამარცხა.

ჩვენი ნაკრები ევრობასკეტის საკვალიფიკაციო მატჩებს ატარებს. ევროპის ჩემპიონატი 2022 წელს საქართველოშიც გაიმართება.