საქართველოში კორონავირუსის 9 შემთხვევაა დადასტურებული - stopcov.ge

პუბლიკა

საქართველოში ახალი მონაცემებით კორონავირუსის ცხრა შემთხვევაა დადასტურებული. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზეა განთავსებული.

ამავე ვებგვერდის მონაცემებით, კარანტინის რეჟიმშია 162 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 45.

21:30-ზე ჯანდაცვის სამინისტროში დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის ბრიფინგი ჩაინიშნა.