საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 208-მდე გაიზარდა

პუბლიკა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა 208-მდე გაიზარდა. ამ დრომდე ეს მაჩვენებელი 196 იყო. შესაბამისად, დღეს დილით 12 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. მონაცემები StopCov.ge-ზე განახლდა.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის გავრცელების სურათი ასეთია:
• კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 208
• მათ შორის გამოჯანმრთელებული – 46
• მათ შორის გარდაცვლილი- 3
• კარანტინის რეჟიმში – 4674
• სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 362