კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 431-მდე გაიზარდა, გამოჯანმრთელებულია 114

პუბლიკა

საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 6-ით გაიზარდა. მონაცემები ცოტა ხნის წინ stopcov.ge-ზე განახლდა.

განახლებული მონაცემები ასე გამოიყურება:

  • კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 431;
  • მათ შორის გამოჯანმრთელებული – 114;
  • მათ შორის გარდაცვლილი – 5;
  • კარანტინის რეჟიმში – 5126;
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 578;
  • უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები – 3.