საქართველოში კორონავირუსისგან 132 ადამიანი გამოჯანმრთელდა

პუბლიკა

საქართველოში კორონავირუსისგან უკვე 132 ადამიანია გამოჯანმრთელებული. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე stopcov.ge-ზეა განთავსებული.

განახლებული მონაცემები ასე გამოიყურება:

  • კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 431
  • აქედან გამოჯანმრთელებული – 132
  • გარდაცვლილი – 5
  • კარანტინის რეჟიმში – 5888
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 571
  • *უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები – 3