საქართველოში კორონავირუსისგან 28 ადამიანი გამოჯანმრთელდა - stopcov.ge

პუბლიკა

მთავრობის მიერ შექმნილი ვებგვერდის stopcov.ge-ს მიხედვით, ქვეყანაში კიდევ ერთი პაციენტი გამოჯანმრთელდა. ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში სულ 28 გამოჯანმრთელებული პაციენტია.

საქართველოში კორონავირუსის გავრცელების სურათი ამ დროისთვის ასეთია:

  • კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა –156;
  • მათ შორის გამოჯანმრთელებული – 28;
  • კარანტინის რეჟიმში – 5526;
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 344.