საქართველოში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 36-მდე გაიზარდა

პუბლიკა

ოფიციალური ვებგვერდის stopcov.ge-ის მიხედვით, საქართველოში კორონავირუსისგან გამოჯანმრთლებულთა რაოდენობა 5-ით გაიზარდა და ამ დროისთვის ვირუსისგან უკვე 36 მოქალაქეა გამოჯანმრთელებული.

საქართველოში კორონავირუსის გავრცელების სურათი ამ დროისთვის ასეთია:

  • კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა –162;
  • მათ შორის გამოჯანმრთელებული – 36;
  • გარდაცვლილი – 1;
  • კარანტინის რეჟიმში – 5067;
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 330;