საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 1 ადამიანი გამოჯანმრთელდა

პუბლიკა

საქართველოში ახალი კორონავირუსისგან კიდევ ერთი ადამიანი გამოჯანმრთელდა. ჯამში, გამოჯანმრთელებულია 87 ადამიანი. ინფორმაცია stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

ჯამში, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 394 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 87 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 4 პაციენტი გარდაიცვალა.