საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების რაოდენობა 156-მდე გაიზარდა

პუბლიკა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1 ახალი შემთხვევა დადასტურდა და ქვეყანაში ინფიცირების შემთხვევათა რიცხვი ამ დროისთვის 156-ია. მონაცემები ოფიციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე რამდენიმე წუთის წინ განახლდა.

საქართველოში კორონავირუსის გავრცელების სურათი ამ დროისთვის ასეთია:

  • კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა –156;
  • მათ შორის გამოჯანმრთელებული – 28;
  • კარანტინის რეჟიმში – 5526;
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 344.