საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები 162-მდე გაიზარდა

პუბლიკა

საქართველოში დღეს კორონავირუსით ინფიცირების კიდევ 3 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ქვეყანაში ინფიცირების შემთხვევათა რიცხვი ამ დროისთვის 162-ია. მონაცემები ოფიციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე რამდენიმე წუთის წინ განახლდა.

საქართველოში კორონავირუსის გავრცელების სურათი ამ დროისთვის ასეთია:

  • კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა –162;
  • მათ შორის გამოჯანმრთელებული – 36;
  • გარდაცვლილი – 1;
  • კარანტინის რეჟიმში – 5067;
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 330;