საქსტატი: თბილისში უძრავი ქონება ყველაზე ძვირი მთაწმინდაზეა, ყველაზე იაფი — სამგორში

პუბლიკა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, თბილისში უძრავი ქონება – როგორც ბინები, ისე – კერძო სახლები, ყველაზე ძვირი მთაწმინდაზეა, ყველაზე იაფი – სამგორში.

ბინებისა და სახლების ფასები, კვადრატული მეტრის მიხედვით, ლარში, ასე ნაწილდება (წარმოდგენილია 2023 წლის მესამე კვარტალში ახალაშენებული (დასრულებული) საცხოვრებლების სეგმენტში 1მ2 -ის მედიანური ღირებულება):

საქსტატის განცხადებით, თბილისში, 2023 წლის მესამე კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების ინდექსი (RPPI) 5.5%-ით გაიზარდა, ხოლო ინდექსის წლიურმა ზრდამ 15.6% შეადგინა.

2020 წლის საშუალოსთან შედარებით ინდექსი 35.9%-ით არის გაზრდილი.

2023 წლის მესამე კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით, ფასები გაიზარდა როგორც საცხოვრებელი ბინების სეგმენტში (5.2%), ისე კერძო სახლების სეგმენტში (6.2%).

2022 წლის მესამე კვარტალთან შედარებით ფასები გაიზარდა ორივე სეგმენტში – ბინებზე – 15.7%-ით, ხოლო კერძო სახლებზე -13.4%-ით.