საუსჰემპტონის საავადმყოფოში ბენქსის ახალი ნამუშევარი გამოჩნდა

პუბლიკა

ინგლისის ქალაქ საუსჰემპტონის მთავარ საავადმყოფოში ბენქსის ნამუშევარი გამოჩნდა.

კვადრატულმეტრიანი, მონოქრომული ნახატი, საავადმყოფოს მენეჯერებთან კოლაბორაციის შემდეგ კლინიკის ფოიეში, გადაუდებელი დახმარების დეპარტამენტის მახლობლად დაიკიდა.

ნახატზე გამოსახულია ბავშვი, რომელმაც დაიწუნა ბეტმენი და ადამიანი ობობა, მას ახალი სუპერგმირი ჰყავს – ჯანდაცვის სახელმწიფო სამსახურის მედდა.

არტისტმა ასევე ჩანაწერი დატოვა საავადმყოფოს თანამშრომლებისთვის: „მადლობა ყველაფრისთვის, რასაც აკეთებთ. იმედია, ეს ნახატი აქაურობას ცოტაოდენი სიხარულით აავსებს, მიუხედავად იმისა, რომ შავ-თეთრია“, – წერს ბენქსი.

ნახატი საავადმყოფოში შემოდგომამდე დარჩება, შემდეგ კი ჯანდაცვის სახელმწიფო სამსახურის დასახმარებლად აუქციონზე გაიყიდება.