საზღვარზე 10 წლამდე ბავშვები PCR ტესტის პასუხის წარდგენისგან თავისუფლდებიან

პუბლიკა

უცხო ქვეყნიდან საქართველოში საჰაერო, სახმელეთო, ან საზღვაო გზით შემოსული 10 წლამდე ასაკის ბავშვები გათავისუფლდნენ ვიზიტამდე ბოლო 72 საათში აღებული PCR-ტესტის უარყოფითი პასუხის წარმოდგენისა და საზღვრის გადაკვეთიდან მესამე დღეს PCR-ტესტირების ვალდებულებისგან.

ამის შესახებ ცვლილება „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის დადგენილებაში შევიდა.

ქვეყანაში შემოსვლისას ადამიანმა უნდა წამოადგინოს ვაქცინაციის ჩატარების დამადასტურებელი დოკუმენტი. ასევე, ამ დოკუმენტთან ერთად სავალდებულოა პირმა  საზღვარზე წარადგინოს ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR-ტესტირების უარყოფითი პასუხიც.