სენაკის ბაზარი იხურება

პუბლიკა

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი სპეციალური შტაბის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, სენაკის ბაზარი იხურება.

„სავაჭრო ობიექტი არ აკმაყოფილებს სპეციალისტების მიერ დადგენილ რეკომენდაციებს, ასევე არ ხდება სოციალური დისტანციის დაცვა. შტაბმა ასევე იმსჯელა ზუგდიდისა და ფოთის აგრარული ბაზრების თაობაზე. შტაბის გადაწყვეტილებით ეს ბაზრები ფუნქციონირებას განაგრძობენ, მონიტორინგის მასალების შესაბამისად, ფოთისა და ზუგდიდის ბაზრებში მდგომარეობა მოწესრიგდა, ადმინისტრაცია კი დამატებითი ზომები გატარებას გეგმავს“, – ნათქვამია სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მათივე ინფორმაციით, რეგიონში გასულ ღამეს 25 პირის დაჯარიმდა. შტაბის ხელმძღვანელმა, რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულმა ალექსანდრე მოწერელიამ  მოუწოდა მოქალაქეებს, დაიცვან რეკომენდაციები, არ დაარღვიონ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმით გათვალისწინებული მოთხოვნები.